Accessibility links

logo-print

“იმედის” თანამშრომლები დამნაშავეების დასჯას ევროპისგან ითხოვენ


7 ნოემბრის მოვლენების მეორე წლისთავზე კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა სახალხო დამცველის ოფისში, სადაც ტელეკომპანიის ყოფილი ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ხელისუფლების ბრძანებით, ორი წლის წინ სპეცდანიშნულების რაზმი ძალის გამოყენებით შეიჭრა მედია-მაგნატ ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ ტელეკომპანიაში და ტელეკომპანია დახურა. როგორც სახალხო დამცველის ოფისში შეხვედრაზე აღინიშნა, ტელეკომპანიის ჟურნალისტებისათვის ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებისა და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით, დაზარალებული ჟურნალისტების ადვოკატი ლია მუხაშავრია აპირებს სარჩელი შეიტანონ ევროპის სასამართლოში. სარჩელის მოსამზადებელ სამუშაოებს მაქსიმუმ 6 თვე დასჭირდება. შეხვედრას სახალხო დამცველის ოფისში “იმედის” ყოფილი ჟურნალისტები, პარლამენტის წევრები გიორგი თარგამაძე და ლევან ვეფხვაძე ესწრებოდნენ.

XS
SM
MD
LG