Accessibility links

logo-print

ტირძნისელ ოთხ მოზარდს დღეს გაასამართლებენ


ტირძნისელი ოთხი მოზარდის ბედი დღეს გაირკვევა, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში შიდა ქართლის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა. მისი თქმით, თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის სასამართლო დღეს იმსჯელებს 4 მოზარდის თავისუფლების აღკვეთის საკითხზე. ცხინვალის პროკურატურა ქართველ მოზარდებს ასაფეთქებელი ნივთიერებების ცხინვალში შეტანის მცდელობაში სდებს ბრალს. შიდა ქართლის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ვლადიმერ ვარძელაშვილის თქმით, იგი ტირძნისელი მოზარდების თაობაზე ინფორმაციის მიღებას რუსეთის სასაზღვრო ძალების ცხინვალის კომენდატურის ხელმძღვანელობისაგან ელოდება. თვითაღიარებული ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებასთან კავშირზე არ გამოდიან.

XS
SM
MD
LG