Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის ამერიკულ რეფორმას კონგრესი ეთანხმება


შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ჯანდაცვის კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარადგინა. შაბათს გამართული კენჭისყრის დორს კანონპროექტს 220-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 215-ი კი წინააღმდეგი იყო. მომხრეთა შორის ძირითადად დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. ვიდრე კანონპროექტი ხელმოსაწერად ბარაკ ობამამდე მივა, მან კენჭისყრა უნდა გაიაროს სენატშიც. ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც ყველაზე მასშტაბური ბოლო 40 წლის მანძილზე, ითვალისწინებს სამედიცინო მომსხურების ღირებულების შემცირებას და შესაძლებლობა აძლევს დაახლოებით 36 მილიონ ამერიკელს მიღონ სამედიცინო დაზღვევა, რაც ადრე არ ჰქონიათ.

XS
SM
MD
LG