Accessibility links

logo-print

რუსი გოლიათი მოკრივე ტიტულის გარეშე დარჩა


რუსმა მოკრივემ ნიკოლაი ვალუევმა ვერ შეძლო დაეცვა სუპერმძიმეწონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული “ვბას” ვერისით. შაბათს გამართულ ორთაბრძოლაში ვალუევი ქულებით დამარცხდა ბრიტანელ მოკრივე დევიდ ჰეისთან ორთაბრძოლაში. ჰეისათვის ეს იყო 23–ე გამარჯვება პროფესიულ რინგზე. 36 წლის ვალუევმა კი პროფესიულ რინგზე 52 ბრძოლა გამართა და სულ ორჯერ დამარცხდა. პირველად რუსი გოლიათი 2007 წელს ასევე რუსეთის წარმომადგენელ რუსლან ჩუგუევთან ორთაბრძოლაში დამარცხდა.

XS
SM
MD
LG