Accessibility links

logo-print

“დაუყოვნებელი პასუხი” დასრულდა


საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო წვრთნა “დაუყოვნებელი პასუხი” დასრულდა. სამხედრო წვრთნები ორი კვირის განმავლობაში სამშვიდობო მისიებისთვის ქართველი სამხედროების მომზადების ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ფარგლებში მიმდინარეობდა. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სწავლების დახურვის ცერემონია გუშინ გაიმართა. წვრთნების დროს გამორჩეულ ჯარისკაცებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ. სწავლება „დაუყოვნებელი პასუხი“ იმ პროგრამის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციებისთვის ქართველი ჯარისკაცების მომზადებას. წვრთნის ამ ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალები კონტრტერორისტული ოპერაციებისთვის საგანგებოდ მოემზადნენ. ქართველი ჯარისკაცები უახლოეს მომავალში სამშვიდობო ოპერაციებს ავღანეთში ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ჩაატარებენ. ნოემბრის ბოლოს ავღანეთში 150 ქართველი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნა იგეგმება.

XS
SM
MD
LG