Accessibility links

logo-print

აშშ ანტიმუსულმანური განწყობების ზრდას უფრთხის


შეერთებული შტატების შინაგან სამქეთა მინისტრმა ჯანეტ ნეოპოლიტანომ შეშფოთება გამოხატა ანტიმუსულმანური განწყობების ზრდაზე ქვეყანაში, რაც შესაძლოა ტეხასის სამხედრო ბაზაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწოვის. ნეოპოლიტანოს თქმით, მისი უწყების თანამშრომლები ზოგიერთ საზოგადოებრივ ორგანოზაციასთან ერთად მსჯელობენ, რათა არ დაუშვან ნეგატიური გამოვლენები. ხუთშაბათს სამხედრო ფსიქიატრმა ნიდალ მალიკ ჰასანმა ბაზა ფორტ-ჰუდის სამედიცინო ცენტრში გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. ჰასანის ქმედების მოტივი უცნობია. იტყობინებიან, რომ იგი სკეპტიკურად იყო განწყობილი ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მიმართ, სადაც მისი გაგზავნაც იგეგმებოდა.

XS
SM
MD
LG