Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუამი საქართველოშია


თბილისში 9 ნოემბერს სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მე-4 გაფართოებული სხდომა გაიხსნება. სხდომას სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გახსნის. სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საპარლამენტო დელეგაციები, სუამ-ის გენერალური მდივანი, ბალტიის ასამბლეის დელეგაცია და საქართველოში სუამ-ის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები. სუამი-ს საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდავეთი არიან გაერთიანებული, თუმცა მათი თანამშორმლობა ჯერჯერობით მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური პროექტებით შემოიფარგლება. სუამ-ის სხდომა თბილისში განიხილავს რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ეკოლოგიურ საკითხებს, სუამ-ის სივრცეში არსებული კონფლიქტების მოგვარების თემას, ევროკავშირი-სუამ-ის თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობის ხედვას. სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა ორ დღეს გაგრძელდება. 10 ნოემბერს ხელი მოეწერება შემაჯამებელ დოკუმენტებს.

XS
SM
MD
LG