Accessibility links

logo-print

თურქეთში სომხური ეკლესია გაიხსნა


მე-12 საუკუნის სომხურის ტაძარი ამოქმედდა თურქეთში მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ანატოლიის ახალი ამბების სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის სომხური საპატრიარქოს არქიეპისკოპოსმა არამ ატეშიანმა საზეიმო წირვა ჩაატარა წმინდა გიორგი განმანათლებლის სახელობის ტაძარში, რომელსაც აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. თურქეთის მედიის ცნობით, სომხური ტაძრის ამოქმედებას აქვს სიმბოლური დატვირთვა და იგი ანკარასა და ერევანს შორის 10 ოქტომბერს ხელმოწერილი შერიგების შეთანხმების ერთგვარი გაგრძელებაა.

XS
SM
MD
LG