Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიამ ტირძნისელ მოზარდებზე განცხადება გაავრცელა


8 ნოემბერს ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მისია ”გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ოთხშაბათს, 4 ნოემბერს ცხინვალთან 14-დან 17 წლამდე ასაკის საქართველოს 4 მოქალაქის დაკავების გამო. ბოლო დღეებში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია ცხელი ხაზის საშუალებით იმყოფება კონტაქტში ყველა მხარესთან, განსაკუთრებით, სამხრეთი ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან. მისია შეახსენებს მათ, რომ ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმად, არასრულწლოვან პატიმრებისადმი შესაბამისი მოპყრობა ყველა დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს. წინასწარი დაკავების პერიოდში ბავშვები არ უნდა იყვნენ მოთავსებული ჩვეულებრივ კრიმინალებთან ერთად; სოციალური სამსახურის დეპარტამენტი, ან მისი მსგავსი უწყება არის უფლებამოსილი არასრულწლოვანთა დაკავებისთვის; არასრულწლოვან პატიმრებს აქვთ იურიდიული დახმარების მიღების უფლება; მათ უფლება აქვთ შეხვდნენ მშობლებს, ან უახლოეს ნათესავს. დე ფაქტო ხელისუფლება ვალდებულია შეატყობინოს მშობლებს, ან დაკავებულ არასრულწლოვანთა კანონიერ მეურვეს მათთვის წაყენებული ბრალდების შესახებ. ამას გარდა, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია მჭიდრო კონტაქტშია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელთან თბილისში. ევროკავშირი აცხადებს მზადყოფნას ნებისმიერი სახის დახმარებისთვის, თუმცა, კატეგორიულად მოუწოდებს სამხრეთი ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოძებნოს შეხების წერტილი საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან იმისათვის, რომ არსებული ვითარება სწრაფად და დამაკმაყოფილებლად მოგვარდეს”.
XS
SM
MD
LG