Accessibility links

logo-print

გერმანია ბერლინის კედლის დაცემას ზეიმობს


მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერმა, ათიათასობით გერმანელთან ერთად დღეს ბერლინის კედლის დაცემის მეოცე წლისთავი აღნიშნა. ზეიმის მთავარი ნაწილი ბრანდენბურგის ჭიშკართან - 1990 წელს გერმანიის ხელახალი გაერთიანების სიმბოლოსთან გაიმართა. ამ თარიღის აღსანიშნავად ბერლინში გიგანტური დომინოს ქვები წააქციეს - იმის საჩვენებლად, თუ როგორ დაეცნენ აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური მთავრობების ერთმანეთის მიყოლებით 1989 წელს. ზეიმს სხვებთან ერთად დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და რუსეთის ლიდერებიც დაესწრნენ. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, საბჭოთა კავშირის ყოფილ ლიდერს, მიხაილ გორბაჩოვს, მადლობა უთხრა, რომ შესაძლებელი გახადა ბერლინის კედლის დანგრევა.

XS
SM
MD
LG