Accessibility links

"გაზპრომის" მოგება, შარშანდელთან შედარებით, თითქმის განახევრებულია


რუსეთის კომპანია "გაზპრომის" განცხადებით, მისი მოგება თითქმის 50 პროცენტით არის შემცირებული ამ წლის პირველ ნახევარში ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით. მსოფლიოს ამ უდიდესი გაზის კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მის ხარჯები მკვეთრად გაიზარდა შეძენელი გაზის 105 პროცენტით გაძვირების გამო, რაც ცენტრალური აზიის გაზის გაძვირების შედეგია. "გაზპრომი", რომლის ექსპორტის 65 პროცენტით ევროპაში მიდის, დააზარალა ასევე ევროპაში მოთხოვნის შემცირებამ ეკონომიკური კრიზისის შედეგად.
XS
SM
MD
LG