Accessibility links

logo-print

გაერო და აშშ მიესალმებიან ერაყის საარჩევნო კანონის დამტკიცებას


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დადებითად აფასებენ ერაყელი პარლამენტარების მიერ არჩევნების შესახებ კანონის დამტკიცებას. კანონი გზას უხსნის მომავალი წლის დასაწყისში საყოველთაო არჩევნების ჩატარებას. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, პარლამენტი კვირას მიემხრო კომპრომისს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს კენჭისყრა ნავთობმრეწველობის ცენტრ ქირქუქში - ქალაქში, რომელშიც გავლენით სარგებლობს სამი ეთნიკური ჯგუფი: ქურთები, არაბები და თურქომანები. პარლამენტარების გადაწყვეტილებით, არჩევნების შედეგები პროვიზორული იქნება და შესაძლო გადასინჯვას დაექვემდებარება. არჩევნების თარიღი - თავდაპირველი გეგმით, 16ი იანვარი - სავარაუდოდ, 1 კვირით გადაიდება კანონის დამტკიცების დაყოვნების გამო. აშშ შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ კანონის დამტკიცების მეტისმეტად გადადების შემთხვევაში, ამ გარემოებას შესაძლოა გავლენა ექონია ერაყიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის გეგმაზე.
XS
SM
MD
LG