Accessibility links

logo-print

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრმა გალში მცხოვრებს ესროლა


აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თორნიკე კილანავას ცნობით, გასულ კვირას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრმა ვიაჩესლავ ვარდანიამ გალში მცხოვრებ ქართველ მშვიდობიან მოქალაქეს გენო გერძმავას ხუთი ტყვია ესროლა. ინციდენტი გალში მოხდა. დაჭრილი დღემდე გალის რაიონულ საავადმყოფოშია. კილანავას ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ რატომ ესროლა დეპუტატმა გალის მკვიდრს ხალხის თვალწინ. ერთ-ერთი ვერსიით, გერძმავას შვილი რუსული სკოლიდან ქართულში გადაჰყავდა და ვარდანიამ ამიტომ ესროლა. ოკუპირებული გალის მკვიდრის გენო გერძმავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, მთავრობის წარმომადგენლის თქმით, გერძმავას ექიმების მხრიდან მეტი ყურადღება სჭირდება.
XS
SM
MD
LG