Accessibility links

logo-print

ოლეგ პანფილოვი ჟურნალისტობას საქართველოში აგრძელებს


“ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის” ხელმძღვანელი ოლეგ პანფილოვი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. პანფილოვი ამის მიზეზად რუსეთში შემნილ ვითარებას ასახელებს. იგი ფიქრობს, რომ რუსეთში სიტყვის თავისუფლება არ არის და ხალხს საკუთარი აზრის გამოთქმის ეშინია. რუსი ჟურნალისტი ჰყვება იმასაც, რომ მას ხშირად ემუქრებოდნენ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო. პანფილოვი საქართველოში თავის პროფესიულ საქმიანობას აგრძელებს - ამზადებს სატელევიზიო ანალიტიკურ გადაცემას, რომლის წამყვანიც თავად იქნება, წაუკითხავს ლექციებს მომავალ ჟურნალისტებს და სურს დაწეროს წიგნი ქართული-რუსული ომის შესახებ.
XS
SM
MD
LG