Accessibility links

logo-print

ბელორუსმა დეპუტატებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩასვლის ნებართვა მიიღეს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელორუსიის საპარლამენტო დელეგაციას ოკუპირებულ რეგიონებში ჩასვლის ნება ოფიციალურად დართო. ბელორუსიის პარლამენტის წევრები, რომლებმაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხის განხილვის მოსამზადებლად სპეციალური ჯგუფი შექმნეს, სოხუმში, ცხინვალსა და თბილისში ვიზიტს ნოემბრის მეორე ნახევარში გეგმავენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განსახორციელებლად საქართველო აქტიურად მუშაობს როგორც ბელორუსიასთან, ასევე, სხვა ქვეყნებთან.
XS
SM
MD
LG