Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუამმა რეგიონული უსაფრთხოების კომიტეტი შექმნა


სუამის (საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯანი-მოლდავეთი) საპარლამენტო ასამბლეამ თბილისში დახურულ სხდომაზე სპეციალური კომუნიკე დაამტკიცა. სუამის გენერალური მდივნის, ვალერი ჩეჩელაშვილის ცნობით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში აგრესიული მოქმედებები და მათი შედეგების დაკანონება მიუღებელი და დაუშვებელია. ამავე კომუნიკეში სუამის წევრმა ქვეყნებმა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის აუცილებლობა დაადასტურეს. დღესვე, ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, რეგიონული უსაფრთხოების კომიტეტი შექმნა. უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მოგვარების გარდა, სუამის სახელმწიფოთა საპარლამენტო ასამბლეა ორი დღის განმავლობაში პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე ისმჯელებს. სხდომაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების: საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავეთის გარდა, ბალტიის ასამბლეის დელეგაცია და პარტნიორი ქვეყნების საელჩოთა წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
XS
SM
MD
LG