Accessibility links

logo-print

„გაზპრომი“ ადასტურებს, რომ უკრაინამ გაზის საფასური გადაიხადა


რუსეთის კომპანია „გაზპრომმა“ დღეს დაადასტურა, რომ უკრაინამ გადაიხადა ოქტომბრის გაზის საფასური. ამ განცხადების ფონია შეშფოთება ევროკავშირში მას შემდეგ, რაც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინას, როგორც ჩანს, უჭირს გაზის საფასურის გადახდა და სავარაუდოა, რომ გაზის გარშემო მორიგი კრიზისი დაიწყება. გასულ იანვარში, უკრაინასა და რუსეთს შორის გაზის საფასურის გამო დავას მოჰყვა გაზის ევროკავშირში ექსპორტის ორი კვირით შეწყვეტა. უკრაინამ გასულ კვირაში განაცხადა, რომ "გაზპრომს" გადაუხადა 500 მილიონი დოლარი.
XS
SM
MD
LG