Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძე საერთაშორისო ორგანიზაციებს თანადგომას სთხოვს


გორის რაიონის სოფელ ტირძნისში მცხოვრები 4 მოზარდის საქმეს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლო დღეს არ განიხილავს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება, რომელიც უცხოელ დიპლომატებსა და ევროპელ მეთვალყურეებთან ერთად მუშაობს, ოთხ მოზარდს აუცილებლად გაათავისუფლებს. გრიგოლ ვაშაძემ არასრულწლოვნების დაკავებას და მათგან, თითქოსდა დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ჩვენების იძულებით მოპოვებას, სამარცხინო უწოდა. დღესვე საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, გატაცებული მოზარდების გათავისუფლების პროცესში აქტიურად ჩაერთონ.
XS
SM
MD
LG