Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპატიმრებული მოზარდები ჟურნალისტებმა და ”წითელმა ჯვარმა” მოინახულეს


თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და კომუნიკაციების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებული ქართველი მოზარდები დღეს ჟურნალისტებმა და "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" წარმომადგენლებმა მოინახულეს. სამინისტროს კუთვნილი სააგენტოს ”რეს” ინფორმაციით, დაკავებულები თავს ნორმალურად გრძნობენ და მათზე არანაირი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ხორციელდება. აქვე ნათავამია, რომ ქართველი მოზარდების თქმით, მათ ხელყუმბარები და ასაფეთქებელი ნივთიერებები არ ჰქონიათ და ჩანთაში მხოლოდ საკვები პროდუქტები იყო.
კითხვაზე, თუ “რა მიზნით შევიდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე”, ერთ-ერთმა დაკავებულმა უპასუხა, რომ ცხინვალის რაიონის სოფელ ხეითში თავის სახლში უნდა მისულიყო. სოფელ ტირძნისის მკვიდრი 4 არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ბრალად სდებს ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. ქართული მხარე მოზარდების გათავისუფლების საქმეში დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს.
XS
SM
MD
LG