Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის 34-ე საჯარო სკოლაში სწავლა H1N1 ვირუსის გამო შეჩერდა


თბილისის 34-ე საჯარო სკოლაში სწავლის დროებითი შეჩერება სკოლის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ერთ-ერთ მოსწავლეს H1N1 ვირუსით ინფიცირება დაუდგინდა. სკოლაში აცხადებენ, რომ შენობის დეზინფექციის შემდეგ სასწავლო პროცესი განახლდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ პატარა პაციენტს საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება და თავს კარგად გრძნობს. საქართველოში, ამ დროისთვის, H1N1 ვირუსით დაინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული.
XS
SM
MD
LG