Accessibility links

logo-print

რუსეთში დაითხოვეს მილიციელი YouTube-ზე თავისი ხელმძღვანელების გაკრიტიკების გამო


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაითხოვა მილიციის მაიორი ალექსეი დიმოვსკი, რომელმაც ვიდეო-ბლოგში დაგმო თავის კოლეგებში გავრცელებული კორუფცია. დიმოვსკის YouTube-ის ვებსაიტზე ჰქონდა გამოქვეყნებული ეს ვიდეო-ბლოგი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის განცხადებით, დიმოვსკი გაათავისუფლეს ცუდი ყოფა-ქცევისა და კოლეგებისადმი ცილისწამების გამო. ამასობაში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დიმოვსკის შესაძლოა, ცილისწამების ბრალდება წაუყენონ. YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში დიმოვსკი თავის ხელმძღვანელებს ადანაშაულებს, რომ ხელქვეითებს „საქონელივით“ ეპყრობიან და სისხლის სამართლის საქმეებს უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ აღძრავენ.
XS
SM
MD
LG