Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა 13 ამერიკელი ჯარისკაცის ხსოვნის ღონისძიებაზე სიტყვას წარმოთქვამს


დღეს აშშ პრეზიდენტი სიტყვას წარმოთქვამს იმ 13 ჯარისკაცის მოსახსენებელ წირვაზე, რომლებიც ხუთშაბათს აშშ-ს არმიის ფსიქიატრმა დახოცა. მკვლელი 39 წლის მაიორი - ნიდალ მალიკ ჰასანია, რომელიც სამართალდაცავებმა შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ექიმების თქმით, მას გონება უკვე დაუბრუნდა და შეუძლია ლაპარაკი. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ ჰასანის ჩვენების დეტალების გამოქვეყნებას. შესაძლოა, ჰასანი სამხედრო სასამართლოს წინაშე წარდგეს. გამოძიებული იქნება ჰასანის შესაძლო კავშირი ალ-ყაიდის ქსელთან და მოქმედებდა, თუ არა ის მარტო.
XS
SM
MD
LG