Accessibility links

logo-print

კარლ ბილდტი ქაბულში შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტს


ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი დღეს ქაბულში შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის. ბილდტის განცხადებით, მოლაპარაკების დროს იმსჯელეს ევროკავშირის მიერ ავღანეთის დასახმარებლად შემუშავებული გეგმის დაწყებაზე, ბილდტის მიზანი იყო ასევე, გარკვევა ავღანეთის პოლიტიკურ ვითარებაში, ბოლო თვეების, ბილდტის თქმით, “რთული პროცესების“ შემდეგ. ბილდტი ყველაზე მაღალი რანგის დასავლელი ოფიციალური პირია, რომელიც ავღანეთს ეწვია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გასულ კვირაში კარზაის გამოცხადების შემდეგ. არჩევნებს გაყალბების ბრალდებები ახლდა.
XS
SM
MD
LG