Accessibility links

მსოფლიო ბანკი: 2009 წელს რუსეთის ეკონომიკა 8,7 პროცენტით შემცირდება


მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკა 2009 წელს 8,7 პროცენტით შემცირდება ნავთობის ფასის მატების მიუხედავად. უფრო ადრე, ეკონომიკის 7,9 პროცენტით შემცირებას ვარაუდობდნენ. მსოფლიო ბანკი რუსეთის შესახებ ბოლო ანგარიშში ეკონომიკის ზომიერ (3,2-პროცენტიან) ზრდას ვარაუდობს 2010 წლისთვის.
XS
SM
MD
LG