Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაიწყო


ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზთა შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ პირველი სხდომა გამართა და სამუშაო გეგმა წარადგინა. კომისიის თავმჯდომარის კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, პირველ ეტაპზე დეპუტატები შესაბამისი უწყებებიდან ყველა ოფიციალურ დოკუმენტს და ვიდეო და აუდიო მასალას გამოითხოვენ და განსაზღვრავენ იმ ადამიანების ნუსხას, რომლებსაც კომისიის ინფორმირება შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG