Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი საქართველოში არ ჩამოდის


საქართველოს საპატრიარქომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის შესაძლო ვიზიტის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო. საპატრიარქოს განცხადებით, ბაქოში შეხვედრის დროს საქართველოსა და რუსეთის ეკლესიათა მეთაურებს ამ თემაზე არ უსაუბრიათ. „შეხვედრისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკარგვას საქართველო არასდროს შეურიგდება, რაც რუსეთში კარგად უნდა ესმოდეთ როგორც საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლებას“ - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG