Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში ამიერკავკასიის უსაფრთხოების დისკუსიის მერვე რაუნდი გაიმართება


საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა ჟენევაში, სადაც ხვალ ამიერკავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მერვე რაუნდი გაიმართება. დელეგაციის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას განცხადებით, შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა კონფლიქტის ზონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი დოკუმენტი იქნება. მის ძირითად პრინციპებს დისკუსიის თანათავმჯდომარეები - ევროკავშირი, ეუთო და გაერო წარადგენენ. მათ მიერ მომზადებულ პროექტს ნაწილობრივ მიუღებელი უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. მისი განცხადებით, მოსკოვი შეეცდება მიაღწიოს საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტის ხელმოწერას, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთს და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობას უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG