Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ტირძნისელი მოზარდებით დაინტერესდა


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს 4 ტირძნისელი მოზარდის სასამართლო პროცესის დაწყების თარიღს ვერ ასახელებს. სააგენტო ინტერპრესნიუსს სამინისტროში დღეს მხოლოდ ის განუცხადეს, რომ გამოძიება გრძელდება. შეგახსენებთ, რომ დაკავებულ მოზარდებს ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ. ოკუპირებულ ცხინვალში მყოფი 4 მოზარდის გასათავისუფლებლად თბილისმა დახმარებისთვის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამარბერგს მიმართა. ჰამარბერგი საქართველოში უახლოეს ხანში ჩამოვა. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტირძნისელი ბავშვების დაკავებაზე გეგმავს სატელეფონო საუბარს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან.
XS
SM
MD
LG