Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მოწყობილმა აფეთქებამ 20 ადამიანი შეიწირა


პაკისტანის პოლიციის ცნობით, ქალაქ ჩარსადაში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა. დაჭრილების რიცხვი 40 აღწევს. ჩარსადა მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, სადაც ბოლოხანს გახშირებულია თავდასხმები. პაკისტანის თალიბანი იმუქრება, რომ გააქტიურებს ბრძოლას რეგიონში პაკისტანის არმიის ფართომსაშტაბიანი სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ. ეს რეგიონი ავღანეთს ესაზღვრება.
XS
SM
MD
LG