Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართა სამსახურიდან "ცილისწამებისთვის" დათხოვნილი მილიციელის პრეს-კონფერენცია


რუსი მილიციელი ალექსეი დიმოვსკი აპირებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტს გადასცეს ნოვოროსიისკის მილიციის თანამშრომელთა კორუფციაში მამხილებელი აუდიოჩანაწერები. ამის შესახებ დიმოვსკიმ დღეს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა და გამოთქვა იმედი, რომ მის მიმართვას პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურება. იქვე დიმოვსკიმ უარყო ვარაუდი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მისი კავშირის შესახებ. დიმოვსკიმ 6 ნოემბერს ინტერნეტში გაავრცელა ვიდეო-მიმართა, რომელშიც კანონის უხეშად დარღვევაში ადანაშაულებს ნოვოროსიისკისა და მთელი კრასნოდარის მხარის მილიციას. გუშინ გაკეთდა განცხადება, რომ დიმოვსკი სამსახურიდან დაითხოვეს „ცილისწამებისთვის“.
XS
SM
MD
LG