Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი არ აპირებს ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის მნიშვნელოვნად გაზრდას


შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის განცხადებით, ავღანეთში ევროკავშირის სამხედრო კონტინგენტი დაახლოებით ამჟამინდელი მოცულობის დარჩება, მისი გაზრდის შესახებ შეერთებული შტატების მოწოდების მიუხედავად. ამ შინაარსის განცხადება კარლ ბილდტმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გააკეთა ორდღიანი ვიზიტის დროს. დღესვე ბილდტი, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა, ქაბულში შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მის ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ. ბილდტმა გააკეთა აგრეთვე განცხადება ავღანეთისთვის ევროკავშირის ახალ სტრატეგიაზე, რომელიც განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელოვან გაზრდას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG