Accessibility links

logo-print

მიხაილ კალაშნიკოვს „რუსეთის გმირის“ წოდება მიანიჭეს


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა „რუსეთის გმირის“ წოდება მიანიჭა მიხაილ კალაშნიკოვს, „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური იარაღის შემქმნელს. კრემlში, მიხაილ კალაშნიკოვის 90 წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიაზე მედვედევმა თქვა, რომ „ეს არის საფირმო ნიშანი, რომელიც ყველა რუსს ეამაყება“. მიხაილ კალაშნიკოვმა „აკ-47-ის“ ტიპის ავტომატი 1947 წელს შექმნა. როიტერის თქმით, ის შეიარაღებაში ოფიცალურად 55 სახელმწიფოს აქვს.
XS
SM
MD
LG