Accessibility links

logo-print

აეროპორტის დირექტორს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს


სააქციო საზოგადოება "თბილისის საერთაშორისო აეროპორტის" დირექტორს კონსტანტინე ქამუშაძეს და ბუღალტერ დავით კობაიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ქამუშაძე და კობაიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 9 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალად სახელმწიფოს კუთვნილი მილიონ 500 ათასი ლარის მითვისება ედებათ.

XS
SM
MD
LG