Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში საერთაშორისო კონსულტაციების მერვე რაუნდი გაიმართება


ჟენევაში დღეს კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონსულტაციების მერვე რაუნდი გაიმართება. ქართული დელეგაციის ხემძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიას განცხადებით, შეხვედრაზე ქართული მხარე უსაფრთხოებისა და ადამიანების გატაცების პრობლემების მოგვარების საკითხებს დააყენებს. ერთ-ერთი მთვარი თემა ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული ოთხი ქართველი მოზარდის გათავისუფლების საკითხი იქნება. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის განცხადებით, შეხვედრაზე რუსული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შეთანხმებას ეცდება.

XS
SM
MD
LG