Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ვასილ ჭყოიძე


ვასილ ჭყოიძე
ვასილ ჭყოიძე
11 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ვასილ ჭყოიძე, ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის დირექტორი. მან ისაუბრა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების დეტალებზე. დოკუმენტი უკვე შეთანხმებულია და მიმდინარე წლის ბოლომდე მოეწერება ხელი. ის ძალაში შევა მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ რატიფიკაციის შემდეგ, რასაც, სავარაუდოდ, ნახევარი წელი დასჭირდება. ვასილ ჭყოიძის განმარტებით შემცირდება როგორც ვიზების საფასური, ასევე მის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ნუსხა და განხილვის დრო. მან ჩამოთვალა საქართველოს მოქალაქეთა რამდენიმე კატეგორია, ვისაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივება. ჭყოიძის თქმით, გამარტივდება ვიზის გაცემა იმ მოქალაქეებზე, ვისაც ევროკავშირში ლეგალურად მცხოვრები ოჯახის წევრი იწვევს. შეთანხმება საქართველოს თავისი მოქალაქეების, ან საქართველოდან ევროკავშირში არალეგალურად შესული მოქალაქეების ”რეადმისიის” (უკან მიღების) და საზღვრის კონტროლის გაძლიერების ვალდებულებასაც აკისრებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG