Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში პატიმრობა მიუსაჯეს ორ ბლოგერს


სასამართლომ ბაქოში 2 და 2,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა ორ ახალგაზრდა აზერბაიჯანელ ბლოგერს ხულიგნობაში ბრალდების საფუძველზე. ბლოგერები ადნან ჰაჯიზადე და ემინ მილი ივლისში დააკავეს რესტორანში ჩხუბის შემდეგ. ორივე ირწმუნება, რომ მათთვის წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკის გამო. მათს საქმეს ფართო რეზონანსი ახლავს დასავლეთში: აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ. სასამართლოში განაჩენის გამოტანის შემდეგ, სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა პროტესტი ბლოგერების მიმართ მხარდაჭერის ნიშნად. მსჯავრდებულები, მათი ადვოკატების განცხადებით, განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.
XS
SM
MD
LG