Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილს ეკონომიკის სფეროში სამი ინიციატივა აქვს


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ გასვლით სხდომაზე, რომელიც კახეთის რეგიონში ჩატარდა, მთავრობის წევრებს ახალი ინიციატივა გააცნო - ბიზნესის დალუქვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ფინანსთა მინისტრი მიიღებს. "ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიიღებოდეს ქვედა პირველად დონეზე, ეს უნდა ავიყვანოთ ფინანსთა მინისტრის დონეზე", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, პარალელურად, საგადასახადო ორგანოების თანამშრომლებისგან აქტიური მუშაობაა საჭირო - ერთი მხრივ მათ საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე, მეორე მხრივ კი, ბიუჯეტის შესრულებაზე უნდა იმუშაონ. პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს კიდევ ორი ინიციატივა გააცნო: წელს დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით კომპანიებს მთლიანობაში, დაახლოებით, 170 მლნ ლარი დაუბრუნდებათ და საგადასახადო დავების განხილვის საბჭოში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც შევლენ.
XS
SM
MD
LG