Accessibility links

logo-print

სარკოზი და მერკელი ერთად აღნიშნავენ პირველი მსოფლიო ომის დასრულების მორიგ წლისთავს


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პარიზში შეხვდნენ ერთმანეთს პირველი მსოფლიო ომის დასრულების მორიგი წლისთავის აღსანიშნავად. ღონისძიებაში, რომელიც ომში გერმანიის წინააღმდეგობის შეწყვეტასთან დაკავშირებულ თარიღს ეძღვნება, პირველად მიიღო მონაწილეობა გერმანიის ლიდერმა. სარკოზიმ და მერკელმა ყვავილების გვირგვინით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი პარიზის ტრიუმფულ თაღთან, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულების ხსოვნას 11 ნოემბრის 11 საათზე - იმ მომენტში, როცა გერმანიამ 1918 წელს ხელი მოაწერა ზავს, რომელმაც ბოლო მოუღო პირველ მსოფლიო ომს.
XS
SM
MD
LG