Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

171-ე და 38-ე საჯარო სკოლებში ნაღმები ვერ აღმოაჩინეს


ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონში მდებარე 171-ე და 38-ე საჯარო სკოლებში ტელეფონით შეატყობინეს, რომ სკოლებში ნაღმი იყო. სასწავლო დაწესებულებებში ევაკუაცია ჩატარდა და სასწავლო პროცესი ჩაიშალა. სკოლების შესამოწმებლად პოლიციის თანამშრომლები და კრიმინალისტები მივიდნენ. ანონიმური ზარის ავტორის ინფორმაცია არ დადასტურდა - ნაღმები ვერ აღმოაჩინეს. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

XS
SM
MD
LG