Accessibility links

logo-print

აშშ-ის წარმომადგენელი ფხენიანში ჩავა, ორ კორეას შორის საზღვაო ინციდენტის მიუხედავად


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ორ კორეას შორის საზღვაო ინციდენტი არ იქონიებს გავლენას ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე, რომელიც აშშ-ის საგანგებო წარმომადგენლის, სტივენ ბოსუორტის ჩრდილოეთ კორეაში გაგზავნას ითვალისწინებს. ჰილარი კლინტონის განცხადებით, ფხენიანში ბოსუორტის ვიზიტის მიზანია ჩრდილოეთ კორეის დაყოლიება განიარაღების შესახებ ექვსმხრივი მოლაპარაკების განახლებაზე. ჩრდილოეთმა კორეამ წელს შეწყვიტა მონაწილეობა მოლაპარაკებაში, რომელიც მის ბირთვულ პროგრამას ეხება. ამ საკითხზე კლინტონი ჟურნალისტებს ესაუბრა სინგაპურში, აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების კონფერენციაზე - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო გემებმა ერთმანეთის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს კორეის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაპირთან.
XS
SM
MD
LG