Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ საბერიოში ავტომანქანა დაცხრილეს


სამეგრელო–ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლის თორნიკე კილანავას ინფორმაციით, გასულ ღამით ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ზუგდიდისკენ მიმავალი ავტომანქანა დაცხრილეს. სროლის შედეგად დაჭრილმა, სოფელ საბერიოს მკვიდრმა, ჟანა მორგოშიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისთვის თავდამსხმელთა ვინაობა უცნობია. ოკუპირებულ გალის რაიონის მკვიდრმა ჟანა მორგოშიამ ზუგდიდის სამედიცინო ცენტრი დღეს დილით დატოვა და როგორც დაზარალებული ამბობს, საბერიოში მკურნალობის დასრულების შემდეგ დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG