Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ სოფელში ოჯახი გაძარცვეს


გასულ ღამით ოკუპირებულ სოფელ სიდაში ნინო შონია–გადელიას ოჯახი გაძარცვეს. თავდამსხმელებმა სახლიდან 800 კილოგრამი თხილი და ძვირფასეულობა წაიღეს. ამ დრომდე უცნობია კონფლიქტის ზონაში 9 ნოემბერს გატაცებული გალის რაიონის სოფელ აჩიგვარას მკვიდრის ჯუმბერ ბაძაღუას ადგილსამყოფელი. დევნილი მთავრობის ინფორმაციით ბაძაღუა, შესაძლოა, სოხუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იყოს და ის შეიძლება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სოხუმის სასამართლოზე რუსმა მოსამართლემ იგორ ფროლოვმა გაასამართლოს.
XS
SM
MD
LG