Accessibility links

logo-print

უკრაინაში გრიპის ვირუსი პოლიტიკურ დატვირთვას იძენს


უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობა 189-მდე გაიზარდა. სამინისტროს ინფორმაციით, მწვავე ვირუსით უკრაინაში 1 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო გრიპის ეპიდემიასთან ეფექტურად ბრძოლის შეგნებულად შეფერხებასა და საბოტაჟში დაადანაშაულა. კერძოდ, უკრაინის პრემიერის განცხადებით, პრეზიდენტი ხელს არ აწერს კანონს, რომლის თანახმად ეპიდემიასთან საბრძოლველად მილიარდი გრივნა უნდა დაიხარჯოს.
XS
SM
MD
LG