Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ძალადობამ 11 ჯარისკაცი შეიწირა


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად, ავღანეთთან საზღვრის მახლობლად, პაკისტანის უშიშროების ძალების 9 ოფიცერი დაიღუპა. კიდევ ორი ჯარისკაცის სიცოცხლე იმავე რეგიონში უშიშროების ძალების პოსტზე მოწყობილმა თავდასხმამ შეიწირა. აფეთქება მოეწყო საღამო ხანს, როცა პაკისტანელი სამხედროების ბადრაგი მოჰმანდის რეგიონში მდებარე ქალაქ ღალანის მახლობლად მიემგზავრებოდა. დაიღუპა ერთი გამვლელიც. რეგიონი 200-მდე კილომეტრით არის დაშორებული სამხრეთ ვაზირისტანიდან, სადაც პაკისტანი მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ახორციელებს თალიბანის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG