Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს თავმჯდომარის შეფასებით, ჟენევის დისკუსიას „სასიცოცხლო“ მნიშვნელობა აქვს სტაბილურობისათვის


ეუთოს მორიგე თავჯდომარემ ჟენევის დისკუსიების მერვე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ფორმატის დიდ მნიშვნელობას სტაბილურობისთვის კავკასიის რეგიონში. ეუთოში ამ ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარე საბერძნეთის წარმომადგენელი ხარალამპოს ხრისტოპულოსი დღეს გავრცელებულ განცხადებაში კმაყოფილებას გამოთქვამს იმ გარემოებით, რომ შეხვედრის მონაწილეები, ერთმანეთში უთანხმოების მიუხედავად, პრაგმატულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ზომების შესახებ პოტენციური შეთანხმების ელმენტების განსახილველად. შეთანხმების პროექტი ჟენევის დისკუსიების სამმა თანათავმჯდომარემ მოამზადა - თვით ხრისტოპოლუსმა, გაეროს წარმომადგენელმა იოჰან ვერბეკემ და ევროკავშირის წარმომადგენელმა პიერ მორელმა. ისინი დღევანდელი შეხვედრის დანარჩენ მონაწილეებს შეუთანხმდნენ, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგი, მეცხრე რაუნდი 2010 წლის 28 იანვარს გაიმართება.
XS
SM
MD
LG