Accessibility links

logo-print

ბურჯანაძე კვლავ “შეურიგებელთა ფრონტზე” საუბრობს


"დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას დატოვებს. “დიახ, ჩვენც გვინდა არჩევნები, ოღონდ სააკაშვილის წასვლის შემდეგ; ვინაიდან დარწმუნებული ვარ და არსებული რეალობიდანაც ჩანს, რომ სააკაშვილი არ დათმობს მონოპოლიას არჩევნებზე, არ შეცვლის საარჩევნო გარემოს, არ დათმობს მონოპოლიას ინფორმაციაზე, არ გაათავისუფლებს მედიას. ამიტომ ნებისმიერი არჩევნები, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს გაიმართება, მხოლოდ გაახანგრძლივებს და გააძლიერებს ამ რეჟიმს”, განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ მათი გზა "შეურიგებელთა ფრონტზე" გადის და რომ მხოლოდ შეურიგებელი ბრძოლით არის შესაძლებელი "ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე დაბრუნება".

XS
SM
MD
LG