Accessibility links

logo-print

გაერო კონფლიქტურ ზონებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ითხოვს


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტებისას მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაძლიერებას შეეხება. საბჭოს წევრებმა კონფლიქტების მონაწილე მხარეებისგან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და სამოქალაქო პირების დაცვა მოითხოვეს და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები და ძალის გადაჭარბებულად გამოყენება დაგმეს. გაეროს უშიშროების საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს სამხედრო ბაზების არსებობას რაიონებში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ გაეროს წევრ სახელმწიფოებს გენოციდისა და სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის პასუხისმგებლობა აქვთ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ძალისხმევის მიუხედავად, თანამედროვე ომების ძირითადი მსხვერპლი კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობაა. ბან კი მუნმა მსოფლიოს სახელმწიფოებს სამხედრო დამნაშავეთა დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG