Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტმა ერს მიმართა


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, დღეს ერისადმი თავის მიმართვაში გამოთბვა მოწოდება, რომ რუსეთის ეკონომიკა სრულად უნდა იქნეს მოდერნიზებული. მან გააკრიტიკა საბჭოთა პერიოდის სამრეწველო ბაზაზე დაფუძნების პრინციპი და ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულება. „სამშობლოს პრესტიჟი და ეროვნული კეთილდღეობა არ შეიძლება უსასრულოდ განისაზღვროს წარსულის მიღწევებით“, თქვა მედვედევმა, რომელიც კრემლში გამოვიდა ასობით კანონმდებლისა და ოფიციალური პირის წინაშე. ის ახალი თანამედროვე ტექნოლოგიის და ნოუ ჰაუს განვითარებისკენ მოწოდებით გამოვიდა. მისივე თქმით, რუსეთი, ჩამორჩენილი საზოგადოებიდან უნდა გადაიქცეს "მოაზროვნე, თავისუფალი და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანების საზოგადოებად".
მედვედევის მიმართვა მეორე იყო 2008 წლის შემდეგ, რაცა ის პრეზიდენტი გახდა.
XS
SM
MD
LG