Accessibility links

logo-print

”მაესტრო” სამართავად კიწმარიშვილს გადაეცა


ეროსი კიწმარიშვილი

ეროსი კიწმარიშვილი

”ტელეკომპანია “მაესტრო” 3-წლიანი მართვის უფლებით ეროსი კიწმარიშვილის კომპანიას გადაეცა”, - განაცხადა დღეს ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა პრესკონფერენციაზე.

ღლონტის თქმით, მიუხედავად მართვის უფლების გადაცემისა ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნდება.

ეროსი კიწმარიშვილმა არ გამორიცხა “მაესტროზე” “რუსთავი-2”-ის ძველი სახეების გამოჩენა, თუმცა დასძინა, რომ ძირითადი აქცენტი “მაესტროს” კადრებზე გაკეთდება. კიწმარიშვილი ამბობს, რომ ტელევიზიის კონცეფციაზე ერთად მუშაობენ და მისი მთავარი ამოსავალი წერტილი მაყურებლების ინტერესი იქნება.
XS
SM
MD
LG