Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოულოდნელად ჩავიდა გერმანიის თავდაცვის მინისტრი


ავღანეთის დედაქალაქს დაუგეგმავი ვიზიტით ეწვია გერმანიის თავდაცვის მინისტრი, კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი, რომელმაც თანამდებობა ოქტომბერში დაიკავა. ის კარზაის, გენერალ სტენლი მაკკრისტალს და ამერიკელ და ნატოელ მეთაურებს ხვდება. ცუ გუტენბერგი გერმანელ სამხედროებსაც მოინახულებს. ავღანეთში გერმანიას 4000 ჯარისკაცი ჰყავს. იქ 36 გერმანელი ჯარისკაცი დაიღუპა. გამოკითხვებით, გერმანელები წინააღმდეგი არიან ავღანეთში მათი სამხედროების ყოფნისა. გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას, ცუ გუტენბერგმა თქვა, რომ გერმანელებმა ავღანეთის ვითარება ისე უნდა მიიღონ, როგორიც არის.
XS
SM
MD
LG